Sunday, July 10, 2016

ტრენინგის მე-9დღე

ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება ბლოგზე,ჩანართებში ინფორმაციის გადატანა, პორტფოლიოს გადატანა, ჩამატება , შესწორება და წაშლა  ბლოგზე.
ბოლოს გავაკეთეთ პრეზენტაცია და ფაილები და ინტელის მასალები შევინახეთ დისკზე.
დავასრულეთ ინტელის ტრენინგი, ძალიან საინტერესო და სასარგებლო. მე უკვე შემიძლია სასწავლო პროცესი  პროექტებით გავამდიდრო და ჩემი მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ხალისიანი და მოტივირებული გავხადო.
მადლობას ვუხდი უნიჭიერეს ტრენერს ნათია მაისურაძეს!

Saturday, July 9, 2016

ინტელის ტრენინგის მე-8 დღე

1.შევისწავლეთ, თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლებს ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა სასწავლო პროცესი ეფექტური იყოს.დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეთა აზროვნების გასაუმჯობესებლად.
2.ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე და გავაგრძელეთ კომენტარების დადება  კოლეგების ბლოგზე 

პროექტის პორტფოლიო

Friday, July 8, 2016

ინტელის ტრენინგის მე-7 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ განმავითარებელ შეფასებასა და მის მნიშვნელობაზე.
შევქმენით განმავითარებელი და თვითშეფასების რუბრიკები. საინტერესო იყო პროექტის მსვლელობის დროს მასწავლებლის აქტივობები .მაგ. გავაკეთეთ მოსწავლეთა მხარდასაჭერად დოკუმენტები; ბუკლეტები და ჟურნალი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს პრობლემების გამოკვეთასა, გადაჭრასა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში

Monday, July 4, 2016

ინტელის ტრენინგის 6-ე დღე

1. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი P.P-ში და გავაკეთე პრეზენტაცია.საპრეზენტაციო მასალაში შევიტანე შესწორება, რათა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მაგ. რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება,  უფრო ფოკუსირებული ყოფილიყო. მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასებისთვის გამოვიყენეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
2.გავაკეთეთ ჩანართები ბლოგზე.
3. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე--ვიმუშავეთ იმ აქტივობებზე, რომელსაც პროექტის მსვლელობის დროს განვახორციელებთ.

Saturday, July 2, 2016

ტრენინგის მე-5-ე დღე

გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვა, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ვიდეოს გადატანას ბლოგზე. ბლოგი თანდათან უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.
მადლობ ნათია, საოცარი ადამიანი ხარ!

Bridging Our Future (long) | Intel

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მე-4დღე

დატვირთული მაგრამ ნაყოფიერი დღე იყო! პროექტის მსვლელობა დავყავით სამ ნაწილად, რათა დაგვედგინა მოსწავლეთ წინარე ცოდნა . შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო გამოვიყენეთ თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, დაკვირვების დღიური.ბოლოს    პროექტისთვის დასრულებული სახე, რომ მიგვეცა ავირჩიეთ ეს პრეზენტაციით, ესეებით თუ კედლის გაზეთით მოგვეხდინა.შევქმენით შესაფერისი სლაიდები და მივიღეთ დავალება.

Tuesday, June 21, 2016

ინტელის ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

საქმიანი და საინტერესო დღე იყო.დავგეგმეთ პროექტი. გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია,რის მეშვეობითაც მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებზე გავლენ.განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ საკითხს თუ როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები პროექტზე მუშაობისას. ასევე ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება გუგლ-დოკების საშუალებით.
მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში
               მადლობ ნათია!

Saturday, June 18, 2016

ტრენინგის II დღე



ვიმუშავეთ ელ.ფოსტაზე,ასევე ბლოგზე. შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია.ელ.სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე და ელ გაზეთის გამოცემაზე. მადლობა ნათიას.

ინტელის ტრენინგის I დღე

გავეცანით კურსის რესურსებს,ელექტრონულ  სახელმძღვანელოს, რომელშიც მოთავსებულია პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი,გავეცანით ელექტრონულ წიგნში მუშაობის პრინციპს.
შევქმენით 5 ძირითადი საქაღალდე ,პროექტისთვის.