Saturday, April 4, 2015

პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება: 
ბრინჯაოს კულტურა საქართველოში

პროექტის მთავარი იდეა: 
ქართველი ერის უძველესი ეკონომიური,პოლიტიკური, და კულტურული ტრადიციების გაცოცხლება.

.პროექტის აქტუალობა:     მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი მცირე ცნობების გამო,                                                                ბრინჯაოს კულტურა აქტუალობას კარგავს. მსოფლიო                                                            საგანძურში შესული ნივთების შესწავლით მოსწავლეები                                                             დაინტერესდებიან ამ ეპოქის კულტურული მიღწევებით.
. პროექტის მიზნები:          მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ ქართველი ერის
                                                   წინარექრისტიანულ კულტურულ მიღწევებს და შეაფასებენ
                                                 მსოფლიო საგანძურის ნიმუშებს.
                                                უნარ-ჩვევები; ინფორმაციის მოძიების და დახარისხების, ტექ-
                                                ნოლოგიების ფლობის,ტრანსფერის,პრობლემების გადაჭრის
                                                 გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების.

.მონაწილეთა ასაკი:         15-16 წელი
.ვადები/ ხანგრძლივობა: 14 დღე
. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ქმნიან ბუკლეტებს,წერენ თემებს,ამზადებენ
                                                   პრეზენტაციას PowerPoint-ში და წარადგენენ კონფერენციაზე
 პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ციფრული აპარატი,ენციკლოპედია ,                                                                      სხვა ლიტერატურა,თაბახის ფურცლები,საველე მოწ
                                                                     ყობილობა
 პროექტის მსვლელობა         ა)ბიბლიოთეკაში მუშაობა შესაბამისი ლიტერატურის                                                                  მოსაძიებლად; ბ)ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუა
                                                      ლებით, დ) ლაშქრობა არქეოლოგიურ გათხრებზე ე)ბუკლე-
                                                      ტების შექმნა, ვ)pp-ში პრეზენტაციის შექმნა ზ)                                                                           კონფერენციაზე  ნამუშევრების პრეზენტაცია.
.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: XI.8. მოსწავლეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის
                                                       მატერიალურ დასულიერ კულტურაზე გავლენის ანალიზი .
                                                       ადარებს საქართველოსა და სხვა                                                                                                        ქვეყნებისწინარექრისტიანულ. რელიგიურ წარმოდგენებს
                                                       და მათ გავლენას ხელოვნებასა და ყოფაზე.                                   . პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ედილაშვილი
:l.edilashvili50@gmail.com                                                                                                                                       





სამინისტროს ვებ-გვერდი

სურათის ჩასმა პოსტში

საქართველოს დაღმასვლის პერიოდში ევროპაში რენესანსის ეპოქა ყვავის

პირველი ბეჭდური წიგნი

საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად

<

Wednesday, April 1, 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად

საგანი, საფეხური,კლასი
ისტორია.  VI კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა
21 მოსწავლე

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
საზ.მეც. V-VI.7.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ
·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს.განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
·         დროის სკალაზე აღნიშნავს, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან 4 ან 5 ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს უძველესი დროიდან დღემდე და ახასიათებს მათ
.

გაკვეთილის მიზანი
·         მოსწავლეები შესძლებენ გაანალიზონ ის საშინაიო ფაქტორები, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას
·         მისწავლეები შესძლებენ ახსნან ის საგარეო ფაქტორები , რომელმაც გავლენა იქონია საქართველის დაშლაზე.

გაკვეთილის თანმიმდევრობა
I ფაზა---გამოწვევა


დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას და მოსწ ავლეებს ვუჩვენებ ფორმატზე შექმნილ „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ დიაგრამას, რომელიც გაკვეთილის მსვლელობის დროს უნდა შეავსონ.
აქტივობა1.გინებრივი იერიშის მეთოდით ვახდენ მოსწ. გამოწვევას და ვსვამ შეკითხვებს.თვითოეული პასუხი უნდა ჩაიწეროს დიაგრამის პირველ სვეტში


გაკვეთილის თანმიმდევრობა
ა)რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ბაგრატIII?  ბ) რა დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე?გ)დამისახელეთ მეფე რომელიც 1089-1125 წლებში მეფობდა?  დ)რა დამსახურებისთვის უწოდეს მას აღმაშენებელი? ე) რომელ მეფეს უწოდეს ბრწყინვალე? ვ) რატომ უწოდეს მას  ბრწყინვალე?    6-7 წთ
II ფაზა--რეალიზება
მინი ლექცია.  ახალი მასალის უკეთ გააზრებისთვის მოსწ. ვუჩვენებ PP-ის პროგრამაში გაკეთებულ პრეზენტაციას.
ასევე გამოვკვეთავ გაკვეთილის მიზანს.
6 წთ.
აქტივობა 2.    მოსწავლეებს ვუთითებ ტექსტს და ცნობას, რომელსაც გაეცნობიან.    8 წთ.
აქტივობა 3.   ჯგუფებს ვაძლევ ბარათებს ,რის მეშვეობითაც ეცნობიან დავალებას
I ჯგუფი----რა მიზეზით დაიწყეს ბრძოლა ქართველმა დიდებულებმა მეფის წინააღმდეგ.
II ჯგუფი---- რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის კონსტანტინოპოლის დაცემას?
III  ჯგუფი----ქრონოლოგიურ სკალაზე აღნიშნეთ დიაგრამის პირველ სვეტში მოცემული მეფეების მოღვაწეობის დრო
პრეზენტაციისთვის მომზადება 5-6წთ
პრეზენტაცია 3-3წთ.

III ფაზა--რეფლექსია
ჯგუფებს ვთხოვ შეავსონ „ვმვ“ დიაგრამის მესამე სვეტი, თუ რა ისწავლეს და შემდეგ შეავსონ მეორე სვეტი, რა უნდათ , რომ იცოდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით.5წთ
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია-- „კონსტანტინოპოლის დაცემა“ 1წთ
ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას 2წთ

შეფასება






საგანმანათლებლო რესურსები
განმსაზღვრელი, განმავითარებელი, ჯგუფური მუშაობის რუბრიკა ( იხილეთ ქვემოთ)




სახელმძღვანელო, რუკა, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი.